გასათიშავად დააჭირეთ 1XBET-ს

X

როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ფინანსები და კარიერა ძაღლის წელიწადში – 2018 წლის პროგნოზი

როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ფინანსები და კარიერა ძაღლის წელიწადში – 2018 წლის პროგნოზი

თუ როგორი იქნება დამდეგი 2018 წელიწადი ყოველი ზოდიაქოს ნიშნისთვის და რას ჰპირდება ყვითელი ძაღლის წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მქონე ადამიანს, ამაზე ასტროლოგი სოფია ბზეკალავა გესაუბრებათ.
 
ვერძი 
კარდინალური ცვლილებების წელი იქნება და ცვლილებებს აუცილებლად უკეთესობისკენ უნდა ელოდნენ. უნდა გაანალიზონ, რომ წინსვლა გარდაუვალია. ბევრი ვერძი ამ წელს სამსახურს შეიცვლის ან საკუთარ ბიზნესს გააფართოებს, თუმცა საამისოდ აუცილებელია, კარგი ბაზა და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად, ბევრის სწავლა. 
ფინანსები ფული შესაძლოა სპონსორების მეშვეობით მოიზიდონ. არ არის გამორიცხული, ბიზნესში მეწილეები იპოვონ. ზოგიერთ  ვერძს ფინანსურად ოჯახის წევრები და ნათესავები დაეხმარებიან. 

კურო 
ამ ნიშნის მქონენი მეგობრებს შეიძენენ და ცხოვრებას სოციალურს გახდიან. ამიტომ, 2018 წელი მათთვის აქტიური კომუნიკაციისა და მეგობრების შეძენის წელიწადია. 
კარიერაში შეუძლიათ მაღალჩინოსნებს და თანამდებობით მაღლა მდგომებს დაეყრდნონ. შესაძლებელია ძველ ბიზნეს პარტნიორებთანაც განაახლონ ურთიერთობა, ან ახალი საქმე, მეგობრებთან ერთად წამოიწყონ. 
ნებისმიერ საქმიანობას იურიდიულად გააფორმებენ, რომელიც ფულსა და გადასახადებს შეეხება. წლის მანძილზე დიდ შემოსავლებს არ უნდა ელოდნენ, თუმცა ყველაზე მეტად, წლის ბოლომდე ფულთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. 

ტყუპები 
მათთვის კარიერული და ფინანსური კუთხით აქტიური წელიწადი მოდის. თუმცა შესაძლოა პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას და საკითხები სამომავლოდ გადაიდოს. 
წლის პირველი ნახევარი პროდუქტიული, აქტიური და წარმატებული იქნება. ტყუპების დიდი ნაწილი ამ პერიოდში დამსახურებული წინსვლის მოპოვებას კარიერულ სარბიელზე მოახერხებს. შესაძლებელია დაწინაურებასაც გამოჰკრან ხელი. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია თებერვალ-მარტი. 
ფინანსური კუთხით უმართლებთ. ფული სტაბილურად, მაგრამ საშუალო შემოსავლებით გამომუშავდება. კოლოსალურ მოგებას ამ წელს არ უნდა ელოდნენ. სირთულეებს ნოემბერსა და აგვისტოში უნდა უფრთხილდნენ, რაც საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების ალბათობას მოიტანს... 

კირჩხიბი 
2018 წლის მთავარი მონაპოვარი - თავისუფლების შეგრძნება იქნება. მათთვის მრავალმხრივი შესაძლებლობები ჩნდება როგორც პირად, ისე სასიყვარულო სპექტრში, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. 
კირჩხიბების დიდ ნაწილს საკუთარი საქმიანობის გაფართოების ან უკეთეს სამსახურში გადასვლის რეალური შესაძლებლობა მიეცემა. განსაკუთრებით მომგებიანია უცხოელებთან თანამშრომლობა, მოსალოდნელია არაერთი ვიზიტი უცხოეთში და საქმიანი კუთხით ხშირი გადაადგილება. 
ფინანსური კუთხით 2018 წელი საკმაოდ წარმატებული იქნება. წლის დასაწყისსა და მიწურულში მოსალოდნელია მსხვილი კაპიტალდაბანდებები და შემოსავლის ზრდა. თუმცა ზაფხულის პერიოდში არსებობს იმის ალბათობა, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე აღმოჩნდნენ ბიზნესის ან ოჯახთან დაკავშირებული საქმეების გამო.  скачать dle 12.0

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით