გასათიშავად დააჭირეთ 1XBET-ს

X

რა დიაგნოზი დაუსვეს გიორგი მახარაძეს თურქმა ექიმებმა ?

რა დიაგნოზი დაუსვეს გიორგი მახარაძეს თურქმა ექიმებმა ?

"მდგომარეობა კარგი ნამდვილად არ არის. სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს თურქმა ექიმებმაც"

მსახიობ გიორგი მახარაძეს რამდენიმე კვირის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. გიორგი მკურნალობის კურსს თურქეთში გადის.
გიორგი მახარაძის დეიდაშვილი, მარიამ ქაცარავა ამბობს, რომ გიორგი გუშინ ღამით გაემგზავრა თურქეთში დედასთან და მამასთან ერთად. ის აჩიბადემის კლინიკაში იტარებს გამოკვლევებს. საქართველოში ორი კვლევა ჩატარდა და ორმა კლინიკამ სხვადასხვა პასუხი უთხრა,რამაც თურქი ექიმების გაოცება გამოიწვია. ფაქტიურად ნულიდან იწყება გამოკვლევები, ახლა უჯრედოვანი გამოკვლევა უტარდება და ზუსტი პასუხი ხვალ გვექნება:

– მდგომარეობა კარგი ნამდვილად არ არის. სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს თურქმა ექიმებმაც. თუმცა რომელი სტადიაა, ქიმიოთერაპიის რამდენ კურსს დაუნიშნავენ, ეს ხვალ გვეცოდინება. ჯერ იქ გააგრძელებს მკურნალობას.

– თანხა სრულად შეგროვდა?
– პირველ ეტაპზე რა თანხასაც ვვარაუდობდით, ის თანხა შეგროვდა. ამერიკაში შეაგროვეს, თბილისშიც შეგროვდა. გიორგის დედამ მითხრა, რომ ძალიან ძვირი ღირს იქ ყველაფერი, თითო გამოკვლევას რამდენიმე ათასი დოლარი სჭირდება. თანხის ნაკლებობას ჯობია ზედმეტი გვქონდეს, ამიტომ ისევ ვაგრძელებთ თანხის შეგროვებას. როგორც გიორგი ამბობს, ზედმეტი თანხა თუ დარჩება, ამ ფულს გაჭირვებულ ბავშვებს გადასცემს.скачать dle 12.0

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით