გასათიშავად დააჭირეთ 1XBET-ს

X

ოფიციალურად: ნესტა იტალიურ კლუბს გაწვრთნის

ოფიციალურად: ნესტა იტალიურ კლუბს გაწვრთნის

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ალესანდრო ნესტა სერია B-ს კლუბ "პერუჯას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან "გრიფონისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

"ნამდვილად არ მახსოვს ამ სტადიონზე ბოლოს როდის ვიყავი. "პერუჯა" შესანიშნავი გუნდია და აქ დიდი ენთუზიაზმით მოვედი".

"ეს ძლიერი გუნდია და ასე უნდა იყოს ჩემთან ან ნესბისმიერ სხვა მწვრთნელთან ერთად"
,
 - "ლაციოსა" და "მილანის" ყოფილი მწვრთნელი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ ნესტას ბევრი საუბარი არ უყვარს და იგი ხშირად ჩუმად ყოფნას ამჯობინებს.

მწვრთნელის რანგში, 42 წლის ნესტასთვის "პერუჯა" პირველი იტალიური კლუბია. იგი 2016-17 წლებში ამერიკულ "მაიამის" ავარჯიშებდა, რომლის თანამფლობელიც პაოლო მალდინია.

"პერუჯა" ბოლო წლებში რამდენჯერმა გაკოტრდა, არადა გვახსოვს, რომ იგი დაახლოებით 15 წლის წინ სერია A-ში ასპარეზობდა და 2003-04 წლების სეზონში საერთოდ უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და ჯგუფურ სტადიაზე მოსახვედრად 1 ნაბიჯი დააკლდა.скачать dle 12.0

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით