გასათიშავად დააჭირეთ 1XBET-ს

X

იერი მინა: "ბარსელონას" დატოვებაზე არ ვფიქრობ

იერი მინა: "ბარსელონას" დატოვებაზე არ ვფიქრობ

"ბარსელონას" კოლუმბიელი მცველი, იერი მინა, რომელსაც სეზონის მეორე ნახევარში არც ისე დიდი სათამაშო დრო მიეცა, აცხადებს, რომ ამის მიუხედავად კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს. 

"ბარსელონას" დატოვებაზე არც მიფიქრია. აქ ბედნიერი ვარ, მინდა დიდხანს დავრჩე და ახალი ისტორიის შექმნაში ჩემი წვლილი შევიტანო. მწვრთნელი, თანაგუნდელები, დირექტორები და ფანები ძალიან მიყვარს და მათ ჩემი შესაძლებლობები უნდა დავუმტკიცო. 
სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთი თითქოს უფრო ნელია, ვიდრე ევროპაში. "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს და ამასთან შეგუება თავიდან საკმაოდ რთულია, თუმცა ამ გამოწვევით სიამოვნებას ვიღებ". - ამბობს მინა. скачать dle 12.0

დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით